ხვალ, 30 ივნისს საქართველოში გადაადგილების შეზღუდვა იხსნება.
შვიდთვიანი შეზღუდვის შემდეგ დილის 4
საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი აღარ
იმოქმედებს.
"30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა
იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00
საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე
შეზღუდვა აღარ იმოქმედებს", – განაცხადა ღიბრაძემ.
კომენდანტის საათი საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
კომენდანტის საათის დარღვევის გამო ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები