იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 122
ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 318 პაციენტი მკურნალობს. მათგან 124
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა 12 ადამიანი.
თვითიზოლაციაში 1 123.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ
შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 პისიარ ტესტით.
28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02
%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.
მასალის გამოყენების პირობები