კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა.
ღარიბაშვილის თქმით,
გაუქმდება მოქალაქეები განთავისუფლდებიან როგორც ადმინისტრაციული
ასევე, სისხლისამართლებრივი სახდელისგან.
ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს.
"დღეს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც
პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დრაღვევის გამო
ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუსხიმგებლობა დაეკისრა.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და როგორც
სისხლისსამართლებრივი სახდელისგან, ასევე, ადმინისტრაციული
სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი
თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის
და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76
მლნ ლარის გადახდელ ჯარიმებზე.
ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის
პერიოდში კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი
დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი. ეს სახდელები მათთვის
იყო მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის
მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე
ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის
შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობები.
აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, -
განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
პირბადის ტარების დარღვევაზე 20 ლარი, ხოლო ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევვის გამო 2000 ლარიანი ჯარიმა იყო
განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები