საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად
გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,
რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს
გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ.
გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2
ღამით გაუქმდა. მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე
დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და
გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.
17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე
მოქმედებდა. გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ
წელსა და 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები