იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 87
ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 365 პაციენტი მკურნალობს. მათგან 143
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა 11 ადამიანი.
თვითიზოლაციაში 1 119.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 360 055-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ
შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 პისიარ ტესტით.
21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27
%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.
მასალის გამოყენების პირობები