Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 881-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.66%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52,
ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი -
9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 -
თბილისში, 217- აჭარაში.
5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 865 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3403, პირი, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.
მასალის გამოყენების პირობები