Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 522 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 965-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 048 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 44,
ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499
საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 771, აჭარაში - 284, იმერეთში - 403. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში
- 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი,
მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232-
აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 377, პირი, აჭარაში - 1 621, იმერეთში - 1 054.
მასალის გამოყენების პირობები