ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე
თვეში ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით
სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო.
როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა,
ჯერჯერობით, საჭიროა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება.
„შევხედავთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური
ვითარება როგორი იქნება, ასევე ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს
და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწვეტილების მიღების საშუალებას თუ
რამდენად გვექნება შესაძლებლობა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა
მოვხსნათ.
ამ თვეში ალბათ მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან დღეს ვხედავთ, რომ
ინფიცირების მაჩვენებელი 1000-სს ასცდა, ეს არის შაბათ-კვირის ეფექტი,
მაგრამ ველოდებით ცოტა უფრო აქტიური კლება როდის იქნება“, - განაცხადა
გაბუნიამ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით ე.წ. კომენდანტის საათი გასული წლის
დეკემბრიდან მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები