Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 603-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51,
იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 19, გურია - 19,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6.
სულ 6 ოქტომბრიდან - 29 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 796 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 546 პირი, აჭარაში - 2 295, იმერეთში - 1 536.
მასალის გამოყენების პირობები