Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35,
ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -
3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 769 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 15 512 პირი, აჭარაში - 2 127, იმერეთში - 1 728.
მასალის გამოყენების პირობები