Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 573-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.21%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 54,
ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 18, გურია - 8, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 70, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 748 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 1 792, იმერეთში - 1 644.
მასალის გამოყენების პირობები