Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 562 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 332 441-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136,
ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 673 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 16 025 პირი, აჭარაში - 1 462, იმერეთში - 1 790.
მასალის გამოყენების პირობები