Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 120,
ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი -
17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 605 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522, იმერეთში - 893.
მასალის გამოყენების პირობები