Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 281 574-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 35,
ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 456 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 577 პირი, აჭარაში - 2 098, იმერეთში - 1 189.
მასალის გამოყენების პირობები