Stopcov.ge-ზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო
24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის
1 077 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293
321-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 279 831-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641
შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი
- 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36,
მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 6.
საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, ხოლო აჭარაში
- 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15
აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 380 პირი.
ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები