ივლისიდან ქვეყანაში იგეგმება მასობრივი
იმუნიზაცია, როდესაც ჩვენ დღეში უნდა გავაკეთოთ 10 000-დან 15 000-მდე
აცრა,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივლისის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანა უნდა
„გავიდეს იმ სამიზნეებზე, რასაც ითვალისწინებს ეროვნული გეგმა“.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად
ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ორ მთავარ
მწარმოებელთან მიმდინარეობს.
„ეს არის „ნოვავაქსი“, ამერიკული კოპანია, რომლის ვაქცინაც ბაზარზე
ივნის-ივლისში გამოჩნდება, და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება
„ფაიზერთან“ 1 მლნ დოზა ვაქცინის მოწოდებაზე“, - განაცხადა
გამყრელიძემ.
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15
მარტს დაიწყო.
12 აპრილის
მონაცემებითჯამურად აიცრა 20 622 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები