საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია
გრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ
გაბუნიამ
იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიამ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ
„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას
გამოეხმაურა, სადაც ევროპის მარეგულირებელი "ასტრაზენეკას" თრომბის
შესაძლო გამომწვევ კავშირზე მიუთითებს.
„დღეს ვიმსჯელეთ და გაწეულია რეკომენდაცია
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, მათ
შორის ექიმებისთვის. ასაკობრივი ჯგუფის შემდგომი გაფართოება ამ
ეტაპისთვის არ იგეგმება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს ალტერნატიული
ვაქცინების დანერგვაზე, მათ შორის „სინოფარმის“ დანერგვაზე, რათა
ჯანმოს ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა საქართველოს
მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები კვლავ
შემოვა.
მასალის გამოყენების პირობები