აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე
გახდება ცნობილი, ქვეყანაში დაწესდება თუ არა რაიმე სახის
შეზღუდვები.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე
ტიკარაძემ განაცხადა.
"ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა
იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება.
დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო
ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა
დღესასწაულებთან მიმართებაში''-, განაცხადა ეკატერინე
ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკორდინაციო საბჭოს
ქვეყნაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე არ
უმსჯელია.
,,ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია
შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე
რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს,
რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის
მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში
შეიმჩნევა."
ქვეყანაში ამ ეტაპზე გადაადგილების შეზღუდვა
მოქმედებს. კომენდანტის საათი სარამოს 21:00 საათიდან დილით 05:00
საათამდე მოქმედებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
ღარიბაშვილმა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 4 მარტიდან
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები