ბოლოს 24 საათის განმავლობაში ჭიათურის სოფელ
ითხვისში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ითხვისის რწმუნებულის როლანდ მოცრაძის თქმით,
სოფელში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს
გამოვლინდა.
"მოსახლეობის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი
კლინიკაში მკურნალობს", - განმარტავს სოფლის რწმუნებული როლანდ
მოცრაძე.
მისი თქმით, სოფლის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ
ტელევიზიით გაიგო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი
არ უნდა ჩაიკეტოს, რადგან წინა ჩაკეტვის დროს მათთვის სურსათისა
და მედიკამენტების მიწოდება პრობლემა იყო.
"თუ ჩავიკეტეთ აქ აფთიაქიც არ არის, არ ვიცი რას
ფიქრობენ როცა ამბობენ, შესაძლოა ჩავკეტოთო,
ამ მაჩვენებელის მიხედვით ჩაკეტვა არ შეიძლება", - ამბობს
ადგილობრივი მკვიდრი გაგა შერგილაშვილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ლოქდაუნის დროს მედიკამენტებს უახლოეს აფთიაქში ყიდულობდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ
სოფელ ითხვისში კორონავირუსის მომატებული რაოდენობის გამო მდგომარეობა
საყურადღებოა და სოფელი შესაძლოა ჩაიკეტოს.
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის
34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები