იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 287 პაციენტი
მკურნალობს. მათგან 79 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 4 პირი.
თვითიზოლაციაში 928 ადამიანი
იმყოფება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273
930-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.
1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.80 %, ხოლო 7
დღის მანძილზე - 1.73 %.
ბოლო 24 საათში
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659
კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 პისიარ ტესტით.
მასალის გამოყენების პირობები