დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
რეკომენდაციებს ავრცელებს იმ პირებისთვის, რომლებმაც COVID-19
ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს.
როგორც რეკომენდაციებშია აღნიშნული, ამ
ადამიანებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია:
· ატარონ პირბადე ღია და დახურულ
სივრცეებში
· დაიცვან სულ მცირე 1 მეტრი
დისტანცია
· თავი აარიდონ ხალხმრავალ
შეკრებებს
· მოგზაურობისას გაითვალისწინონ დაწესებული
შეზღუდვები
· სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთონ COVID-19
ტესტირება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო
"ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო. გუშინდელი
მონაცემებით, საქართველოში სულ 4 341პირი იყო აცრილი. 30
მარტიდან ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინით აცრაც დაიწყება.
დარეგისტრირებულია 11 273 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაიზერის
ვაქცინაზე ჯავშნები თბილისში შეივსო, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში, ჯერ
კიდევ იყო დარჩენილი ადგილები.
მასალის გამოყენების პირობები