ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის
,,ევექსის'' კლინიკა ,,ფაიზერის''
ვაქცინას მიიღებს.
ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით,
,,ფაიზერის'' ვაქცინა ქუთაისში, ბათუმსა და თბილისის კლინიკებზე გადანაწილდება.
მინისტრის განმარტებით, თბილის ოთხი, ხოლო ქუთაისის და ბათუმის თითო კლინიკა მიიღებს ვაქცინას.
"ფაიზერით" ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული
პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან
გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება
და არ მოხდება როგორც "ასტრაზენეკას" შემთხვევაში" მეორე ნაკადზე
დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ
ქალაქში", - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
"ფაიზერის'' ვაქცინა საქართველომ დღეს გამთენიისას
29 500 ცალი მიიღო, დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი
ადამიანისთვის.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან
დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენლები ჩაერთნენ, თუმცა, ვაქცინის გაკეთების შედეგად,
ანაფილაქსიური შოკით მედდის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო
პერსონალის ნაწილმა "ასტრაზენეკას" გაკეთებაზე უარი თქვა. ბოლო
მონაცემებით, 10 დღეში ამ ვაქცინით 4048 მედიკოსია
აცრილი.
ვაქცინაციის პროცესში დღეიდან, სამედიცინო
პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვებიან.
"ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისსა და
ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. აცრა სულ შვიდ კლინიკაში
ჩატარდება.
ვაქცინაციის
მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge
უნდა
დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ
ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის
მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის
არჩევანის გაკეთების უფლება
ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები