საქართველოში ამ დროისთვის 4048 მედპერსონალია
აცრილი.
"ასტრაზენეკას" აცრით მედპერსონალების
სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ქვეყანაში "ასტრაზენეკას" აცრით
კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე
მედეპერსონალები იცრებიან.
25 მარტიდან კი, გარდა სამედიცინო პერსონალისა,
ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებსაც
შეეძლებათ.
საქართველოში 65 წელს ზემოთ ასაკის 555 983
ადამიანი ცხოვრობს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი,
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ასაკობრივი კატეგორიის
60%-ისთვისაა (333 590 მოქალაქისთვის) რეკომენდებული.
მასალის გამოყენების პირობები