დღეიდან კორონავირუსის გავრცელების
გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მუშაობას
განაახლებენ სამთო კურორტებზე საბაგიროები; სტუმრების მიღებას
შეძლებენ რესტორნები (შაბათ-კვირის გარდა); შაბათ-კვირის ჩათვლით
იმუშავებენ არასასურსათო საცალო ვაჭრობები, როგორც მოლები, ასევე
ბაზრობები.
შეზღუდვების ნაწილი იხსნება 15 მარტიდანაც.ერთი
კვირის შემდეგ, მუშაობას განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;
აუდიტორიებში აღდგება სასწავლო პროცესი;
განახლდება სასკოლო წრეები; მუშაობის განახლებას
შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები.
მაყურებლების დასწრებით კი ამ დაწესებულების ფუნქციონირება
პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
ძალაში რჩება საღამოს 9 საათიდან დილის 5
საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
მასალის გამოყენების პირობები