საქართველოში კორონავირუსი კიდევ
388 ადამიანს დაუდასტურდა, 331 კი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 267 701 შემთხვევაა
დადასტურებული, 260 597 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3406 კი
გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი
- 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27,
კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი
და ქვემო სვანეთი - 7.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები