ახალი ამბები
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები არ გაიხსნება
FaceBook
კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება.
ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

"ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან. როდესაც დამატებით მობილობა იქმნება სადღაც, არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება",- აცხადებს ცქიტიშვილი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.