კორონავირუსის პრევენციის მიზნით,
ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე
გადაადგილება კვლავ ეკრძალებათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;
ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და
ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი
15 თებერვლიდან განახლდება;
15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში
ამოქმედებას შეძლებენ;
პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები
შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები