საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით
ქუთაისში აქცია გაიმართება.
სოციალური ქსელში სავაჭრო ქსელ ,,გრანდ მოლის"
ხელმძღვანელმა ნატო დანელია წერს, რომ ის საპროტესტო აქციას ოთხი
მოთხოვნით გამართვას. ერთ ერთი მათ შორის ტრანსპორტის რეგულაციებით
ამუშავება იქნება.
,,ჭავჭავაძის გამზირზე გრანდ მოლისა და
კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაწყობ აქციას. მოთხოვნებით:
ეპიდრეგულაციების დაცვით საქალაქო ტრანსპორტის გახსნა; თებერვლიდან
კეჩის ღია სამრეწველო ბაზრობის გახსნა; სასწრაფოდ აღიკვეთოს უკანონო
გარე ვაჭრობა; გარე მოვაჭრეები აღირიცხოს და გამოეᲧოთ შესაბამისი
სავაჭრო ადგილები; ყველას ვინც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას გთხოვთ
შემომიერთდეთ",- ამბობს ნატო დანელია.
ქუთაისში აქცია ხვალ,28 იანვარს, 12 საათზეა
დაგეგმილი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისში,
თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა კი პირველი
მარტიდანაა დაგეგმილი, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები
გაიხსნება 15
თებერვლიდან უნდა გაიხსნას, ხოლო პირველი თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ცენრებისა და მოლოების გახსნა.
საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის
თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ
მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ
განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები