ახალი ამბები
კორონავირუსის ვაქცინაზე მოსახლეობის 41% უარს ამბობს - NDI-ის კვლევა
12:49 / 25.01.2021
საქართველოში გამოკითხული
მოსახლეობის 41 პროცენტი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო
აცრის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს,
აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ,
გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ
იცის.

ეს შედეგები აჩვენა ეროვნულ
დემოკრატიული ინსტიტუტი მიერ გასული წლის 17-24 დეკმებერს
ჩატარებულმა კვლევამ.
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები
სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი,
შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდი უკავშირდებოდნენ. შედეგები
წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა
2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები