ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 611 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა
171 , ხოლო სუნთქვით აპარატზე 25 პაციენტი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253
816-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1
311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243
396-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები