ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში კოვიდკლინიკებში 667 ადამიანი მკურნალობს, აქედან
მძიმედაა 185 , ხოლო სუნთქვით აპარატზე 26 პაციენტი
იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251
974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238
737 -მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების
24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები