პანდემიის მეორე ტალღის დროს სამსახურის გარეშე
დარჩენილები მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 28 თებერვლიდან
მიიღებენ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დახმარების
მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
"მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო
განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური
ეპიდემიის მეორე ტალღის დროს. განაცხადების მიღება გაგრძელდება 20
თებერვლამდე , ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი
ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის
განმავლობაში. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება
სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი",- განაცხადა გიორგი
გახარიამ.
დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს
ელექტრონულ პორტალზე უკვე ატვირთულია 45 ათასი
განაცხადი.
მასალის გამოყენების პირობები