ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით,
„ფაიზერის” ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება პლატფორმა
"კოვაქსთან"მიღწეულია.
მისივე თქმით, იანვრის ბოლომდე ვაქცინის ქვეყანაში
შემოტანასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება
მიღებული იქნება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ
"ფაიზერი" შემოვა და ის სამედიცინო პერსონალისთვის იქნება
განკუთვნილი.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს
ინტენსიური მზადება. ამ ფაზაში გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის
საკანონმდებლო ცვლილება და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან ამ
საკითხზე. დაინიცირდა უკვე კანონი და იანვრის ბოლომდე გვექნება ყველა
ის ცვლილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ
შემოტანას საქართველოში.
"კოვაქს" პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია,
რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის
ვაქცინა, ამ ეტაპზე საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე, თუმცა, ეს
არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამას დაემატოს სხვა ვაქცინებიც
და ჩვენ გვაქს მოლოდინი, რომ "ასტრაზენესაზეც" ხელმისაწვდომობა
გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ეკატერინე
ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის სტატისტიკა
სტაბილურია და არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. მინისტრის
ინფორმაციით, ქვეყანაში 2972 თავისუფალი საწოლია და დამატებითი
საწოლების მობილიზება საჭირო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები