უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 331 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 731 პაციენტი
მკურნალობს. აქედან 213-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება -34, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 64,
კლინიკურ სასტუმროში -26, თვითოზოლაციაშია 2 497
მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 233 879-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა489 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა
გაიზარდა 223 276-მდე.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს 2 666 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები