უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 420 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 763 პაციენტი მკურნალობს. აქედან 208-ის
მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება -36,
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 64, კლინიკურ სასტუმროში -26,
თვითოზოლაციაშია 2 473 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2
316 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 232
079-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი და
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 646 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები