4 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით
ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 3 845 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 2
199 ანტიგენის და 1 646 პისიარ ტესტით.
გასული დღე-ღამის
განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, გარდაიცვალა
25.
ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების
მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 226, აჭარა - 64,
იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20,
სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
5.
ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა
229 763-ს შეადგენს.სულ გამოჯანმრთელდა 222 405
ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 628 პირი
ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები