ახალი ამბები
"კორონავირუსის ახალი შტამი, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში,
ამის შესახებ დაზუსტებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ არ მოხდება, რადგან საქართველომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო და ისინი კარანტინში გადადიან.

მისივე თქმით, ახალი შტამი არ არის უფრო აგრესიული, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება.

„მიმდინარეობს გენომის სეკვენირება ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იდენტიფიცრებულია, რომ მეტი ეჭვის საფუძველია იქ. ამ გენომის სეკვენირებას სჭირდება 4-5 დღე და ალბათ, ამ კვირის ბოლოს გვექნება პასუხი. დანარჩენ 3 შემთხვევაზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევები, რათა ხელმეორედ იქნას ნიმუში მოპოვებული, თუმცა პირველად ნიმუშზე გვაქვს ეჭვი.

არაფერი განსაკუთრებული არ იქნება - იცით, რომ საქართველომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის შემოიღო შესაბამისი შეზღუდვა - ისინი გადადიან კარანტინში. ამ ახალ შტამს და ამ რესპირაციულ ვირუსებს ხშირად ახასიათებს მუტაციები, ეს არ არის მოულოდნელი, ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი, ეს უფრო ბევრ შემთხვევაში დადასტურდა ბრიტანეთში და მიეცა მას უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია, ეს ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ის არ არის უფრო ვირულენტური ანუ უფრო აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი და ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები ძირითადად ბრიტანეთიდან, უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.