კორონავირუსი
წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად "მოკრძალებულად გადაიტანონ" -
ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა განმეორდეს, რაც "შავ პარასკევს" მოხდა.

"მიუხედავად სტაბილიზაციისაა, ამ შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკის, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს - პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც "შავ პარასკევს" იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ", - განცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრვენციის მიზნით მთავრობამ შეზღუდვები 28 ნოემბერს აამოქმედა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ახალი წლისთვის შეზღუდვები ნაწილობრივ უნდა შემსუბუქდეს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.