კორონავირუსი
მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა დაწესებული რეგულაციები
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტიებებში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, ბალანსირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნას თუ არ იქნას შემსუბუქება.

მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 337 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 3 498 პირი. გარდაიცვალა 49 ადამიანი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.