ახალი ამბები
დაჯარიმების 867 ფაქტი ბოლო 24 საათში - რის გამო დაჯარიმდნენ მოქალაქეები
11:28 / 13.12.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი
ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(10)-ე მუხლის შესაბამისად 66 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
"დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს
მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და
დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20
ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28
ნოემრიდან ახალი
შეზღუდვები ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები