კორონავირუსი
ონლაინ ვაჭრობა - ბიზნესის ,,ბრძოლა'' თვითგადარჩენისთვის
FaceBook
ინტერნეტის მოხმარება თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, ინტერნეტმა თავის მხრივ თვალწინ გადაგვიშალა სამყარო.
დღეს, უკვე შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, შევიძინოთ ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, უფრო მეტიც საკვებ-პროდუქტებიც კი.

ჩვენი დროის ,, თანამედროვე ვირუსმა" ქვეყანაში ის სერვისებიც გადაიტანა ონლაინ, რისთვისაც ბაზარში ან აფთიაქში საათობით გვიწევდა სიარული.

ქართულ კომპანია  Altersocks-ს, რომელიც 5 წელია ბაზარზე, საქართველოში წარმოებული, განსხვავებული და ფერადი დიზაინის წინდებით გამოჩნდა, პანდემიამ ისინიც ონლაინ გაყიდვებზე გადაყვანა.

კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ პანდემიის პირველმა და ახლა უკვე მეორე ტალღამ, ქვეყანაში საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე.

"თავიდან ცოტა რთული იყო, რადგან ჩვენ მაინც ძირითადად ოფლაინ გაყიდვებზე ვიყავით ორიენტირებული, თუმცა ადაპტაცია მოვახდინეთ არსებულ რეალობაზე და ამჟამად შეუფერხებლად ვმუშაობთ ონლაინ ".

ნინა მენთეშაშვილის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა ქვეყნის მასშტაბით არც ერთი ფილიალი არ დაუხურავთ და არც თანამშრომლებს დაუკარგავთ სამსახური.

კომპანიას ყველაზე რთული პერიოდი ზაფხულში ჰქონდა. Რადგან წინდებზე მოთხოვნა, ქართველებისგან თითქმის არ იყო. ქვეყნის Ჩაკეტილმა საზღვრებმა კი მათ ტურისტი მომხმარებელიც წაართვა.

"ზაფხულის თვეებში გაყიდვების დიდი წილი სწორედ ტურისტებზე იყო ორიენტირებული. იმედი გვაქვს მალე გადააგორებს მსოფლიო ამ რთულ პერიოდს და ჩვენც ნელ-ნელა გამოვალთ არსებული მდგომარეობიდან ".

ონლაინ გაყიდვები მოუხერხებელი აღმოჩნდა ბარ-რესტორებისთვის.

"პალატის" მენეჯერი თორნიკე ჭელიძე განმართავს, რომ ბიზნესისთვის არახელსაყრელია მსგავსი ტიპის ვაჭრობა.

"ჩვენთვის ონლაინ ვაჭრობა ნაკლებად მომგებიანია, არაფრის მომცემია. ბიზნესის კუთხით ამას შემოსავალი არ აქვს. ჩვენ მათთვის გადავედით მიტანის სერვისებზე ვისაც ,,პალატი" უყვარს, არ ვახდევინებთ მომხმარებელს მიტანის და შეფუთვის საფასურს, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ გვაწვება". 

ბარ -რესტორნის მენეჯერის თქმით, მომხმარებელი  განახევრებულია, რაც ბიზნესისთვის მტკივნეულია.

Სავაჭრო სახლ ,, გორგიას" კომერციული დირექტორის, დავით აზმაიფარაშვილის თქმით, ქართველი მომხმარებელი კომუნიკაციასაა მიჩვეული და ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა ჯერ კიდევ უჭირთ.

,, ჩვენ შევეცადეთ მოვრგებოდით სიტუაციას, მომხმარებლიდან გამომდინარე სატელეფონო შეკვეთაც დავამატეთ, ტელეფონზე უფრო მეტი გვირეკავს და გვიკვეთავს პროდუქციას ვიდრე ონლაინ, ქართველი მომხმარებლისთვის მთავარი ცოცხალი კომუნიკაციაა მაინც".

,,გორგიას" ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი ფილიალი მუშაობს, მარნეულში და რუხში, მიუხედავად ამისა დავით აზმაიფარაშვილით თქმით, თანამშრომლები კომპანიას არ დაუკარგავს და ყველა ადგილზე დარჩა.

"ფუნქციები გადანაწილდა, არც პროდუქციაზე ავწიეთ ფასი"

კომერციული დირექტორის თქმით, მომხმარებელი განახევრებულია და კომპანიისთვის ონლაინ გაყიდვები არახელსაყრელი გამოდგა.

გასულ კვირას,შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გარე მოვაჭრეებს - მეყვავილეებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩია.

სოფელ გელათში მცხოვრები ფოთოლა ნემსწვერიძე ამბობს, რომ კომპიუტერის გამოყენება არ იცის, არც ტელეფონი აქვს შესაბამისი რომ ონლაინ გაყიდოს ყვავილები.

"არ ვიცი რა უნდა ვქნა, ფოტოები გადავუღო ყვავილებს და ეგ დავდო? არაფერი არაა ეგ, როგორ გავაკეთო ისიც არ ვიცი, მარტო ყვავილების გაყიდვა და მცირე შემოსავალი კი არა ურთიერთობაც წაგვართვეს, ხალხს რომ ვუყურებდი მიხაროდა, ახლა ვზივარ სახლში".

ფოთოლა ნემსწვერიძე გვიყვება , რომ ხელმეორე ლოქდაუნის გამოცხადების გამო, მას ეკონომიურად რთული დრო უდგას.

,,ვერც  ქუთაისში ჩავდივარ, ვერც ყვავილებს ვყიდი, შემოსავლის გარეშე დავრჩი"

Როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ქვეყანაში ,,ახალფეხადგმული" ონლაინ ვაჭრობა ბიზნენესისთვის ჯერჯერობით მომგებიანი არ გამოდგა.


Რას გვეუბნება სტატისტიკა?


საქსტატის, მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 83.8 % ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, ონლაინ ვაჭრობაზე ხელი მოსახლეობის 16,2 % არ მიუწვდება.

კვლევის მიხედვით, ონლაინ ვაჭრობით ისარგებლა 21.3%-მა (15 წლის და უფროსი ასაკის მქონე პირებმა) საგანგებო მდგომარების გამოცხადებამ, ონლაინ ვაჭრობით მომსახურება 0.6% -ით გაზარდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.