იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 931 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
რეგიონი, ამ მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელების მასშტაბით
მესამე ადგილზეა.
თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში -
931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში -
104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456.
აქედან 1 252 არის იმერეთის რეგიონში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში
დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები