უფრო
კონკრეტულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ასეთია:
- ქ.
თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ.
გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში იზღუდება მუნიციპალური
ტრანსპორტის მუშაობა;
-
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების,
ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და
პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია
და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ
აგრარული ბაზრები;
-
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა)
სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო
საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
მთავრობის
მიერ დღეს მიღებული სხვა შეზღუდვები ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები