ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსით ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იმერეთი დადასტურებული
შემთხვევების რაოდენობით კვლავ მესამე ადგილზეა. რეგიონის
კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 1241 პაციენტი, აქედან მძიმეა -214,
ხელოვნულრ სუნთქვაზე იმყოფება - 42.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 262,
საკარანტინე სივრცეში - 33, თვითიზოლაციაში იმყოფება 4 951
მოქალაქე.
საქართველოში ბოლო
24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების
3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 95 581-მდე.
მასალის გამოყენების პირობები