კორონავირუსი
საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში სწავლა პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
15:12 / 24.11.2020
თბილისის, რუსთავის, ქუთაისის,
ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და
მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი
სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება,
- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
"ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის
შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება
საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში,
ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და
მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი
სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც
საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ
დისტანციურ რეჟიმში", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების
3 128 ახალი
დადასტურებული შემთხვევაა.
რეგიონების მიხედვით განაწილება ნახეთ
აქ.
ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 92 215-მდე.
უკანასკნელი 24
საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი
შემთხვევაა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1
051 გარდაცვალების შემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები