საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა
და მათი საერთო რაოდენობა 8060-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი
გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 136-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები