ახალი ამბები
იმერეთში 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება
FaceBook
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.

„როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია.

"თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე", - განაცხადა გახარიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.