ქუთაისში კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა
დაამარცხა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ.
“კლინიკა ბომონდში” ვირუსისგან სამი პაციენტი განიკურნა. მათგან ერთი
ქედას და ერთი ქუთაისის მკვიდრია. კოვიდცენტრი, ასევე დატოვა
ერთმა ორსულმა ქალბატონმა, რომელიც ქუთაისში 20 დღის წინ ბათუმიდან
გადმოიყავნეს.
,,პაციენტმა კლინიკაში იმშობიარა და ბინაზე
გამოჯანმრთელებული ახალშობილთან ერთად გაეწერა,"- აცხადებენ
კლინიკაში.
ამ ეტაპზე ,,კლინიკა ბომონდში" 70
ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი უკვე
დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და
ხანდაზმულები.
ორი ადამინი გამოჯანმრთელდა ქუთაისის ინფექციურ
კლინიკაში. დღესვე სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი ახალი პაციენტი
შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ
მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 69 კოვიდდადებითი
პაციენტი მკურნალობს.
"კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის, მათ
შორის 13 ბავშვია. მძიმეა ცხრა პაციენტის მდგომარეობა, კრიტიკულად
მძიმეა სამი", - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში, 128
გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები