პირი, რომელსაც კორონავირუსი
დაუდასტურდა, მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის
თანამშრომელია.
იგი კორონავირუსის სიმპტომებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.
ანალიზის შემდეგ პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის იკვლევენ პაციენტის კონტაქტებს.
მერიაში განმარტავენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში
მერიაში არ დადიოდა და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
იმერეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 91
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები