იმერეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციის 63 ახალი შემთხვევა
დაფისქსირდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განცხადა. მისი განმარტებით,
კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში, 65 თბილისში, 63
კი იმერეთში დაფიქსირდა.
„ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა დაფიქსირდა
გუშინ, თბილისში - 65, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28,
ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი,
მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში -1",- აღნიშნა ენდელაძემ.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118 შეადგენს. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ
სასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები